ავტორიზაცია

დი მარია: "ვან გაალთან ერთად რიბერი მთელი წელი სკამზე იჯდა, შემდეგ კი თითქმის ოქროს ბურთი მოიგო, ეს ყველაფერს ამბობს"

დი მარია: "ვან გაალთან ერთად რიბერი მთელი წელი სკამზე იჯდა, შემდეგ კი თითქმის ოქროს ბურთი მოიგო, ეს ყველაფერს ამბობს"
თარიღი 31 იან 2023, 15:19
ანხელ დი მარიამ ლუი ვან გაალი გააკრიტიკა, რომელთან ერთადაც „მან იუნაიტედში" აქვს ნამუშევარი.

მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა არგენტინა და ნიდერლანდები შეხვდნენ ერთმანეთს, დი მარიამ ვან გაალს საკუთარი კარიერის ყველაზე ცუდი მწვრთნელი უწოდა.

ვან გაალს დი მარიაზე არგენტინასთან მატჩის წინ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: "დი მარია ძალიან კარგი ფეხბურთელია. როცა „მან იუნაიტედში" ვმუშაობდი, მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა, რამაც მის თამაშზე იქონია გავლენა. მან ყველაზე ცუდი მწვრთნელი მიწოდა? ის უმცირესობაშია იმ ფეხბურთელებთან ერთად, ვინც ამას ამბობს. ვწუხვარ. ზოგჯერ, მწვრთნელს უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ყველას ვერ დააკმაყოფილებს.

„ვან გაალმა თქვა, რომ მე უმცირესობაში ვარ, ვინც ის გააკრიტიკა, მაგრამ რეალურად ასეთები საკმაოდ ბევრნი ვიყავით.

მახსოვს, რიბერი მის დროს თითქმის მთელი წელი სკამზე იჯდა „ბაიერნში", ხოლო როცა ის წავიდა, ოქროს ბურთის სამეულში შევიდა და მის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერს ამბობს." - აღნიშნა „იუვენტუსის" შემტევმა.