ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჟოაო კანსელუ ბაიერნის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ჟოაო კანსელუ ბაიერნის ფეხბურთელია
თარიღი 31 იან 2023, 15:34
„მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი განაპირა მცველი, ჟოაო კანსელუ, კარიერას მიუნხენის „ბაიერნში" გააგრძელებს.

მიუნხენურმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კანსელუ „ბაიერნს" სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რომლის დასრულების შემდეგაც გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა „სიტიში" სასტარტოში ადგილი დაკარგა, რის მთავარ მიზეზადაც პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი სახელდება, რის გამოც გუნდის შეცვლა ზამთარშივე გადაწყვიტა. 

ახალ გუნდში პორტუგალიელი 22-ნომრიან მაისურს მოირგებს.