ავტორიზაცია

საკვანძო მატჩებს გამოტოვებს - რეალმა ფერლან მენდი დიდი ხნით დაკარგა

საკვანძო მატჩებს გამოტოვებს - რეალმა ფერლან მენდი დიდი ხნით დაკარგა
თარიღი 31 იან 2023, 17:20
მადრიდის „რეალის" წყაროები ადასტურებენ, რომ ფრანგი მცველი მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ფერლან მენდი მოედანზე გასვლას დაახლოებით ორი თვის მანძილზე ვერ შეძლებს, შესაბამისად, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის გამოტოვებს „ლივერპულთან" ორივე მერვედფინალურ შეხვედრას, კოპა დელ რეის ნახევარფინალში მინიმუმ ერთ კლასიკოს და მეორეშიც მისი მონაწილეობა საეჭვო იქნება.

მენდიმ ტრავმა „ატლეტიკოსთან" სამეფო თასის მეოთხედფინალში მიიღო, რის გამოც „სოსიედადთან" მატჩში ვერ ითამაშა და დღევანდელმა ტესტებმა ტრავმის სიმძიმე საბოლოოდ დაუდასტურა.

ფერლანის არყოფნაში დაცვის მარცხენა ფრთაზე ორი მატჩია ადგილს ნომინალური ცენტრალური ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა იკავებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ „რეალმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვინმეს დამატება სცადოს.