ავტორიზაცია

"პეპთან ურთიერთობა არაფერ შუაშია", - კანსელუმ სიტიდან წასვლაზე ისაუბრა

"პეპთან ურთიერთობა არაფერ შუაშია", - კანსელუმ სიტიდან წასვლაზე ისაუბრა
თარიღი 31 იან 2023, 17:46
ჟოაო კანსელუმ „მან სიტიდან" „ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

პორტუგალიელი განაპირა მცველი მიუნხენში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა, შემდეგ კი „ბაიერნს" მისი 70 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.

„ბოლო კვირებში არც ისე ბევრი სათამაშო დრო მქონდა. პეპთან ურთიერთობა აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, მინდოდა ახალი თავგადასავალი დამეწყო უდიდესი ისტორიის მქონე კლუბში. ჩემთვის ეს ოცნებაა.

ინსტაგრამის ვიდეო შეიძლება დამშვიდობებას ჰგავს, მაგრამ ეს არ მიგულისხმია. ვნახოთ, რას მოგვიტანს უახლოესი ხუთი თვე. მინდა, კონკრეტულად ვიცოდე ყველაფერი. სეზონის ბოლოს ჩვენ კვლავ დავილაპარაკებთ, მაგრამ მე ისევ „მან სიტის" ვეკუთვნი და ამ ტრანსფერს კლუბიდან საბოლოო წასვლად არ განვიხილავ.

ველაპარაკე თუ არა გვარდიოლას? „ბაიერნის" შესახებ არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. კარიერის შემდგომი განვითარებისთვის მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და შესანიშნავი კლუბი ავირჩიე.", - აღნიშნა კანსელუმ.