ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი დედლაინზე ბაიერნის ნახევარმცველს იმატებს - ფაბრიციო რომანო

მანჩესტერ იუნაიტედი დედლაინზე ბაიერნის ნახევარმცველს იმატებს - ფაბრიციო რომანო
თარიღი 31 იან 2023, 21:13
მარსელ საბიტცერმა კარიერა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს.

28 წლის ავსტრიელ ნახევარმცველს მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვება სურს და ინგლისურ კლუბს პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა. ავსტრიელი მწვანეს ანთებას ელოდება და ინგლისში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდება. 

Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება, რომელმაც დღეს შეიტყო, რომ კრისტიან ერიქსენი გუნდს სამი თვე ვერ დაეხმარება.

ამჟამად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფეხბურთელით „ჩელსიც“ ინტერესდება, თუმცა ლონდონელები ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე არიან აქტიურად გადართულები.

ამ სეზონში საბიტცერმა ბუნდესლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოში ოქტომბრის შემდეგ არ მოხვედრილა და საშუალოდ ერთ მატჩში 41 წუთს თამაშობს.