ავტორიზაცია

ბენფიკამ ენცოს სამედიცინო შემოწმების გავლის ნება დართო - ტრანსფერი ახლოვდება?!

ბენფიკამ ენცოს სამედიცინო შემოწმების გავლის ნება დართო - ტრანსფერი ახლოვდება?!
თარიღი 31 იან 2023, 21:19
ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ენცო ფერნანდესის ტრანსფერში არ ნებდება.

The Athletic-ის ინფორმაციით, ალბათობა იმისა, რომ კლუბები შეთანხმებას მაინც მიაღწევს, იზრდება. „ბენფიკამ“ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმების გავლის ნება დართო, იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმება შედგება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ნახევარმცველს ლისაბონურ გუნდში გამოსასყიდი თანხა აქვს - 120 მილიონი ევრო. „ჩელსი“ მზად არის ეს თანხა გადაიხადოს, მაგრამ მხარეები ტრანზაქციებზე ვერ თანხმდებიან, ინგლისელებს თანხის წლებზე გადანაწილება სურთ, „ბენფიკას“ კი - ერთიანად მიღება.

ამ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა „ბენფიკას“ მაისურით 29 მატჩში 4 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.