ავტორიზაცია

BREAKING: ენცო ფერნანდესი ლონდონის ჩელსიში ითამაშებს!

BREAKING: ენცო ფერნანდესი ლონდონის ჩელსიში ითამაშებს!
თარიღი 01 თებ 2023, 02:06
ლონდონის „ჩელსის“ სატრანსფერო სიგიჟეები გრძელდება.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდმა „ბენფიკას“ ახალგაზრდა ნახევარმცველი და გასული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ენცო ფერნანდესი დაიმატა.

„ჩელსის“ და „ბენფიკას“ შორის სრული შეთანხმება შედგა. ლონდონური კლუბი ენცოში მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის 120 მილიონი ევროს ოდენობით. მხარეები გადახდის მეთოდზე დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა მოახერხეს.

უახლოეს პერიოდში, არგენტინელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ლონდონში გაფრინდება, სადაც ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. მისი პირადი ხელშეკრულების დეტალები ცნობილი ამ ეტაპზე არ არის.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში „ჩელსიმ" ჯამში დაახლოებით 350 მილიონი ევრო დახარჯა, საიდანაც ყველაზე ძვირადღირებულები მიხაილო მუდრიკი (დაახლოებით 100 მლნ ევრო) და ახლა უკვე ენცო ფერნანდესი (120 მლნ ევრო) არიან.