პსჟ-ს საჩივარი ზიეჩის ტრანსფერის შესახებ არ დაკმაყოფილდა
"პსჟ" "ჩელსიდან" ნახევარმცველ ჰაკიმ ზიეჩის იჯარის წესით დამატებას ვერ შეძლებს.
ჟურნალისტ ადრიენ გრენიეს ინფორმაციით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ პარიზელების მიმართვა მაროკოელის ტრანსფერზე უარყო.
შეგახსენებთ, რომ პრობლემა ის იყო, რომ "პსჟ"-ს ზიეჩის ტრანსფერის საბუთებზე ხელის მოწერა დაუგვიანდა.
შეგახსენებთ, რომ პრობლემა ის იყო, რომ "პსჟ"-ს ზიეჩის ტრანსფერის საბუთებზე ხელის მოწერა დაუგვიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბის წარმომადგენლებმა პარიზელებს სამჯერ გაუგზავნეს არასწორი საბუთები.