ავტორიზაცია

ბერნანდესკი კვარაცხელიაზე: "ვინც ფეხბურთს თამაშობს, მას ესმის, რომ ეს ბიჭი ფენომენია"

ბერნანდესკი კვარაცხელიაზე: "ვინც ფეხბურთს თამაშობს, მას ესმის, რომ ეს ბიჭი ფენომენია"
თარიღი 01 თებ 2023, 19:36
"იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიურ მედიასთან "ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

"ტორონტოს“ ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ვისაც ფეხბურთი ესმის იცის, რომ კვარაცხელია ფენომენია.

"ნაპოლი მატარებელივით მიდის, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. მათ წინააღმდეგ თამაში მეტოქეებს წინასწარ ეშინიათ, ისინი ფიქრობენ, რომ მაინც დამარცხდებიან.

ამ ნაპოლიდან ყველაზე მეტად კვარამ გამაოცა, არა მხოლოდ მისი თამაშით, არამედ ყველა თამაშზე გავლენის მოხდენით. ის ყოველთვის 110%-ით იხარჯება.

კვარაცხელია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. ის შთამბეჭდავია, ვინც ფეხბურთს თამაშობს, მას ესმის, რომ ეს ბიჭი ფენომენია, მხოლოდ დიდი ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი მიდგომა აქვს. “, - თქვა ბერნარდესკიმ.