ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ჩვენ შარშანდელი ტემპით მივდივართ, ბარსელონამ კი საგრძნობლად მოუმატა"

ანჩელოტი: "ჩვენ შარშანდელი ტემპით მივდივართ, ბარსელონამ კი საგრძნობლად მოუმატა"
თარიღი 01 თებ 2023, 22:22
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ 5-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

„რაღაც შეცდომები დავუშვით. ყოველთვის არსებობს უკეთ თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ იმავე ტემპით მივდივართ, რაც ერთი წლის წინ, მაგრამ „ბარსელონამ“ საგრძნობლად მოუმატა.

არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა ჩამორჩენას ზედმეტად დიდი ვუწოდოთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, თანაც ყველა ტურნირზე.

ის, რომ იანვარში პრობლემები შეგვექმნებოდა, მოსალოდნელიც იყო. ახლა კარგი მონაკვეთის დრო დადგა.“ - აღნიშნა იტალიელმა.