ავტორიზაცია

"თუ ამას გააკეთებთ, სოლიდურ პრემიებს მიიღებთ!" - ნაპოლის პრეზიდენტის დაპირება ფეხბურთელებს

"თუ ამას გააკეთებთ, სოლიდურ პრემიებს მიიღებთ!" - ნაპოლის პრეზიდენტის დაპირება ფეხბურთელებს
თარიღი 02 თებ 2023, 13:44
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" დიდებულად თამაშობს, 53 ქულა აქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ჩემპიონობას.

ალბათ, ყველა ვფიქრობთ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი ფეხბურთელებს დიდ პრემიებს სწორედ სერია ა-ს მოგების შემთხვევაში უმზადებს, თუმცა ასე არ არის.

კლუბის პრეზიდენტი მოთამაშეებს და სამწვრთნელო შტაბს შეპირდა, რომ თუ ისინი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავლენ, დიდ ბონუსებს მიიღებენ.

დე ლაურენტისის თქმით, სერია ა-სთან ერთად, მისი გუნდისთვის დიდი პრესტიჟია, რომ "ნაპოლი" ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ნეაპოლელები "აინტრახტს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 15 თებერვალს, იტალიაში გაიმართება.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი
ggg24
ტოპ კომენტარი
0
02 თებ 2023, 20:49
22 თებერვალს გაიმართება პირველი მატჩი , ფრანკფურტში გასვლაზე)! რაში იღბთ ხელფასს ? ალბათ მაგარი ბუხოი ხარ)))