ავტორიზაცია

პსჟ-მ მესის შემცვლელი იპოვა

პსჟ-მ მესის შემცვლელი იპოვა
თარიღი 02 თებ 2023, 19:42
"პსჟ"-ს გადაწყვეტილი აქვს საკუთარი შემადგენლობა ვარსკვლავური მოთამაშეებით გააძლიეროს. 

El Nacional-ის ცნობით, ლიგა 1-ის გიგანტი მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რეშფორდით არის დაინტერესებული, რომელიც "წითელი ეშმაკების" რიგებში გამორჩეულ სეზონს ატარებს.

წყაროს ცნობით, "პსჟ" მზადაა მარკუს რეშფორდის ტრანსფერში 75 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამასთან, აღნიშნულია, რომ პარიზელები ინგლისელს ზაფხულში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებენ, თუ ლიონელ მესისთან კონტრაქტის განახლებას ვერ მოახერხებენ.

მარკუს რეშფორდმა მანჩესტერ "იუნაიტედში" 2022/2023 წლების სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.