ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა ბაიერნთან? სერხიო რამოსის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

ითამაშებს თუ არა ბაიერნთან? სერხიო რამოსის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
თარიღი 03 Feb 2023, 01:46
სერხიო რამოსმა „მონპელიესთან“ (3:1) მატჩში მიღებული ტრავმის გამო სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა.

ფეხბურთელმა გუშინდელ შეხვედრაში დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

როგორც L’Equipe წერს, ესპანელის ტრავმა არც ისე მძიმე აღმოჩნდა და უდიდესი ალბათობით, „ბაიერნთან“ 14 თებერვალს გასამართ პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში რამოსი მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

თუმცა, უფრო კონკრეტულად სერხიოს მოედანზე დაბრუნების თარიღი დამატებითი გამოკვლევით დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ამავე შეხვედრაში ტრავმა კილიან მბაპემაც მიიღო, რომლის შემთხვევაც უფრო მძიმე აღმოჩნდა და ის „ბაიერნთან" პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.