გამარჯვება მწარე გემოთი - რეალმა ვალენსიას მოუგო, მაგრამ ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა
პრიმერა დივიზიონის გადადებული მე-17 ტურის მატჩში მადრიდის „რეალმა“ შინ „ვალენსია“ 2:0 დაამარცხა.
მადრიდელთა რიგებში გოლები მარკო ასენსიომ და ვინისიუს ჯუნიორმა მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანეს და ანჩელოტის გუნდს 3 ქულა გაუნაღდეს.
თუმცა, ეს გამარჯვება „რეალს“ ძვირად დაუჯდა, რადგან გუნდმა ტრავმის გამო ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა.
36-ე წუთზე დაზიანების გამო თამაში ედერ მილიტაომ ვერ გააგრძელა და მოედანზე ადგილი დანი კარვახალს დაუთმო, მე-60 წუთზე კი უკანა ბარძაყი აიტკია და მინდორი გუნდის კაპიტანმა, კარიმ ბენზემამ დატოვა, რომლის ნაცვლადაც თამაშში როდრიგო ჩაერთო.
უახლოეს პერიოდში დადგინდება, რამდენად მძიმე ტრავმები აქვთ ამ ფეხბურთელებს და რამდენის უქმობა მოუწევთ.