ავტორიზაცია

მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში - ვინისიუსმა რეალში საიუბილეო მატჩი ჩაატარა

მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში - ვინისიუსმა რეალში საიუბილეო მატჩი ჩაატარა
თარიღი 03 თებ 2023, 02:12
„ვალენსიასთან“ მატჩში ვინისიუს ჯუნიორმა „რეალის“ მაისურით საიუბოლეო შეხვედრა გამართა.

ლა ლიგის გადადებული მე-17 ტურის მატჩში ბრაზილიელმა მადრიდული გუნდის მაისური ყველა ტურნირის ჩათვლით მეორასედ მოირგო.

ამ 200 შეხვედრაში ვინიმ 49 გოლი და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის გახდა რაულის და კასილასის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც „რეალის“ მაისურით 200 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ვინისიუს ჯუნიორი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს, იქამდე კი „ფლამენგოს“ ღირსებას იცავდა.