კვარაცხელია ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს? - ამჟამად ორი გუნდის ინტერესი იკვეთება
Sport-ის CBS ჟურნალისტმა ბენ იაკობსმა საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით კვარა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა "ნიუკასლის" ფეხბურთელი გახდეს.
"მასზე დაკვირვება ნიუკასლ იუნაიტედმა უნდა განაგრძოს. კვარადონას სახელით ცნობილი ფეხბურთელს ხშირად თავის თანამემამულე გიორგი ქინქლაძეს ადარებენ. ამ ფეხბურთელს მანჩესტერ სიტი და ნიუკასლი აკვირდებიან.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ნეაპილური გუნდის რიმელიმე მოთამაშის დამატება რთული იყო, რადგან ისინი მიფრინავენ, მაგარ ფორმაშია არიან, თუმცა არავინ იცის რა მდგომარეობა იქნება ზაფხულში. ",- განაცხადა იაკობსმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ქართველმა 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.