ავტორიზაცია

"მნიშვნელოვან ფრეს მივაღწიეთ", - რონალდუმ არაბეთში თავისი პირველი გოლი შეაფასა

"მნიშვნელოვან ფრეს მივაღწიეთ", - რონალდუმ არაბეთში თავისი პირველი გოლი შეაფასა
თარიღი 04 თებ 2023, 00:48
კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში თავისი პირველი ოფიციალური გოლი შეაფასა.

90+2 წუთზე პორტუგალიელმა „ალ ფატეხტან“ მატჩში ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

„მიხარია ლიგაში პირველი გოლის გატანა, საერთო დახმარებით გუნდმა მნიშვნელოვან ფრეს მიაღწია ამ რთულ მატჩში.“, - წერს 37 წლის პორტუგალიელი სოციალურ ქსელში.