ავტორიზაცია

როდის განაახლებენ ვარჯიშს? ცნობილია, ითამაშებენ თუ არა რამოსი და ნეიმარი ბაიერნის წინააღმდეგ

როდის განაახლებენ ვარჯიშს? ცნობილია, ითამაშებენ თუ არა რამოსი და ნეიმარი ბაიერნის წინააღმდეგ
თარიღი 04 თებ 2023, 01:05
„პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმარის და სერხიო რამოსის ტრავმებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ფრანგული კლუბი ადასტურებს, რომ ფეხბურთელები საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს ახალი კვირიდან განაახლებენ. ნეიმარსაც და სერხიო რამოსსაც საზარდულის დაზიანება აქვთ.

„მონპელიესთან“ 1 თებერვალს გამართული შეხვედრა ნეიმარმა გამოტოვა, რამოსმა კი დაზიანება სწორედ მასში მიიღო. ისევე, როგორც კილიან მბაპემ, რომლის დაზიანებაც უფრო მძიმე აღმოჩნდა და მას 3 კვირა გაუცდება.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 14 თებერვალს, „ბაიერნთან“ პირველ მერვედფინალურ მატჩში რამოსი და ნეიმარი ითამაშებენ, კილიან მბაპეს მონაწილეობა კი პრაქტიკულად გამოირიცხა.