ავტორიზაცია

ვიეირა: "ძალიან მადარდებს ის საკითხი, რომ პრემიერ ლიგაში შავკანიანი მწვრთნელების ასეთი ნაკლებობაა"

ვიეირა: "ძალიან მადარდებს ის საკითხი, რომ პრემიერ ლიგაში შავკანიანი მწვრთნელების ასეთი ნაკლებობაა"
თარიღი 04 თებ 2023, 01:12
„კრისტალ პალასის“ მთავარ მწვრთნელს, პატრიკ ვიეირას, ქალთა და მამაკაცთა პრემიერ ლიგაში შავკანიანი მწვრთნელების ნაკლებობის საკითხი აღელვებს.

„არსენალის“ და „სიტის“ ექს-ფეხბურთელი ორივე უმაღლეს დივიზიონში ერთადეთი შავკანიანი სპეციალისტია.

„ეს საკითხი ჩემთვის რთულად გასაგებია და ძალიან მაღელვებს.

ვფიქრობ, მსგავსი სიტუაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.“, - აღნიშნა ვიეირამ.

„კრისტალ პალასის“ მთავარი მწვრთნელი ახლახანს Football Black List-ში შეიყვანეს - ეს არის ჯილდო, რომელიც სპორტში მომუშავე შავკანიანი ადამიანების ღვაწლს გამოარჩევს.