ავტორიზაცია

"რაშფორდი საუკეთესო მაგალითია", - იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ლიდერები დაიცვა

"რაშფორდი საუკეთესო მაგალითია", - იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ლიდერები დაიცვა
თარიღი 04 თებ 2023, 01:15
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავისი გუნდის წამყვანი ფეხბურთელების რთულ პერიოდზე ისაუბრა.

„ასეთები ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ზოგმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა იმ დონის შენარჩუნება, რომელსაც აქამდე სტაბილურად იკავებდა.

ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის მარკუს რაშფორდი. ის, როგორ თამაშობს ის ამ სეზონში, მითუმეტეს წინასთან შედარებით...

არ ვიცი ზუსტად, რით შეიძლება ამის ახსნა. ასე ხდება ხოლმე. ამ ორ უკიდურესობას შორის გავლა საჭიროა, ზოგჯერ მაინც.“, - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, რაშფორდმა წინა სეზონი ყველა ტურნირზე 5 გატანილი გოლით დახურა, წელს კი ამ ეტაპზე უკვე 26 გოლი აქვს და „იუნაიტედის“ მთავარი დამრტყმელი ძალაა.