ავტორიზაცია

ტოტენჰემი მადრიდის ატლეტიკოს ორი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება

ტოტენჰემი მადრიდის ატლეტიკოს ორი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 04 თებ 2023, 13:27
მადრიდის "ატლეტიკოს" ორ ფეხბურთელს მომავალ ზაფხულს შეუძლია კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

Marca-ს ცნობით, "ტოტენჰემი" მიზნად ისახავს მეკარე იან ობლაკს და ნახევარმცველ იანიკ კარასკოს ტრანსფერს.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში კარასკო "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

ასევე, სპურსს სურს 30 წლის ობლაკის დამატება, მაგრამ სლოვენიელს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2028 წლამდე ზაფხულამდე აკავშირებს.