ავტორიზაცია

"ხვალინდელი შემადგენლობა? დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს მოთამაშე ძირითადიდან დაიწყებს"- ლუჩიანო სპალეტი

"ხვალინდელი შემადგენლობა? დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს მოთამაშე ძირითადიდან დაიწყებს"- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 04 თებ 2023, 15:10
ხვალ, იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "სპეციას" დაუპირისპირდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"როდესაც ითქვა, რომ იანვარი რთული თვე იქნებოდა, აქცენტი ვარჯიშზე გაკეთდა, ყურადღება ვარჯიშის ხარისხზე გამახვილხა, რომ ფეხბურთელები კარგად მომზადებულიყვნენ. 

ოსიმენს 104 თამაშში თავით მხოლოდ 7 თავური გოლი ჰქონდა გატანილი, ჩემთან ერთად კი 12 გაიტანა? შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო მწვრთნელთან ერთად თავურით 25 გოლს გაიტანს.

ხვალინდელი შემადგენლობა? დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ოსიმჰენი სასტარტო შემდგენლობიდან დაიწყებს. ",- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.