ავტორიზაცია

არტეტა: "დღეს ჩემი ფეხბურთელები უფრო მიყვარს, ვიდრე ერთი კვირის წინ"

არტეტა: "დღეს ჩემი ფეხბურთელები უფრო მიყვარს, ვიდრე ერთი კვირის წინ"
თარიღი 05 Feb 2023, 00:18
„არსენალის“ მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, „ევერტონთან“ (0:1) წაგებაზე ისაუბრა.

„ბურთს ბევრს ვფლობდით, მაგრამ კარზე დაგეშილობა და ფინალურ მესამედში ხარისხიანი მოქმედება დაგვაკლდა. მომენტი ბევრი შევქმენით, მაგრამ შემდეგ გოლი მივიღეთ. მეტოქემ თამაში შეანელა, ჩვენ კი პრობლემები შეგვექმნა.

„ევერტონი“ ასე ყველა გუნდის წინააღმდეგ იქცევა, ეს მისი ძლიერი მხარეა, მისი ფეხბურთელების სიმაღლის და ფიზიკური სიძლიერის გათვალისწინებით. თუ გინდა ამ გუნდთან თამაში გააკონტროლო, ამას უნდა გაუმკლავდე, ჩვენ კი ვერ მოვახერხეთ.

დღეს ჩემი ფეხბურთელები უფრო მიყვარს, ვიდრე ერთ კვირის ან ერთი თვის წინ. ადვილია იმის გვერდით ყოფნა, ვინც იგებს. მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, ისინი წარმატებას იმსახურებენ.

ჩვენი გზა არ იქნება ვარდის ფოთლებით მოფენილი არ იქნება. გაგვიჭირდება, მაგრამ უფრო კარგები უნდა ვიყოთ, ვიდრე დღეს.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.