კიდევ ერთი ტოპ ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში? - ნიგერიელმა ფორვარდმა შესაძლოა ქუთაისის ტორპედოში ითამაშოს
ჩეხური გამოცემის Sport-ის ცნობით, "ფერენცვაროშის" ნიგერიელი ფორვარდი ფორჩუნ ბესი რომელიც იჯარის წესით "ვიქტორია პლზენში" გამოდის შესაძლოა ეროვნულ ლიგაში ითამაშოს.
გამოცემის მტკიცებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბესიმ მიმდინარე სეზონში "ფერენცვაროშის" და "პლზენის" რიგებში უკვე ითამაშა, მესამე გუნდში თამაშის უფლება აღარ აქვს.
აფრიკელ თავდამსხმელს მხოლოდ ისეთ ჩემპიონატებში შეუძლია თამაში სადაც სეზონი ჯერ არ დაწყებულა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს ორი ვარიანტი აქვს, ერთი ნორვეგიული "როსენბორგი" ხოლო მეორე ქუთაისის "ტორპედოა".
ნორვეგიასა და საქართველოში ჩემპიონატი არ დაწყებულა, აქედან გამომდინარე ბესის წესების მიხედვით ამ ორ ჩემპიონატში თამაში წესების დარღვევად არ ჩაეთვლება.
მიმდინარე სეზონში ბესიმ "ვიქტორია პლზენის" შემადგენლობაში ჩემპიონატის 12 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი 5 შეხვედრა ჩაატარა.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი