ნაპოლი სერია A-ში მატჩში საშუალოდ 2,7 ქულას იღებს, რაც საუკეთესო შედეგია ტოპ 5 ლიგაში
"ნაპოლი", რომელმაც იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის მატჩში "სპევია" 3-0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში საშუალოდ 2,7 ქულას იღებს თამაშში - ეს საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის ტოპ 5 ლიგაში მყოფ კლუბებს შორის. წერს Opta Portal.
თუ ლუჩიანო სპალეტის გუნდი ამ მაჩვენებელს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებენ, ამ შემთხვევაში 38 მატჩში 100 ქულაზე მეტს დააგრივებენ.
თუ ლუჩიანო სპალეტის გუნდი ამ მაჩვენებელს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებენ, ამ შემთხვევაში 38 მატჩში 100 ქულაზე მეტს დააგრივებენ.
მსგავსის დაფიქსირება კი მხოლოდ "იუვენტუსმა", ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მოახერხა, 2013/2014 წლების სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" გათამაშება 102 ქულით დაასრულა.
იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ნაპოლის" 56 ქულა აქვს და მეორე ადგილზდ მყოფ "ინტერს" 16 ქულით უსწრებს.
იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ნაპოლის" 56 ქულა აქვს და მეორე ადგილზდ მყოფ "ინტერს" 16 ქულით უსწრებს.