ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგ ჯერზე ოსიმენი გაატანინებს კვარას"

ლუჩიანო სპალეტი: "დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგ ჯერზე ოსიმენი გაატანინებს კვარას"
თარიღი 05 თებ 2023, 19:18
"ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "სპეციასთან“ დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გვჭირდება ოსიმენის და კვარაცხელია ხარისხი და ფანტაზია, რადგან ისინი კარისკენ მიმავალ გზას იოლად ხსნიან. ის რაც კვარამ ოსიმენის გოლის მომენტში გააკეთა, ამას ადასტურებს.

კვარაცხელია პენალტისტია, მაგრამ სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც დარტყმა შეუძლიათ. დღეს კვარამ გაატანინა ოსიმენს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგ ჯერზე ოსიმენი გაატანინებს კვარას. ",- თქვა სპალეტიმ.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ნაპოლის“ 56 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 16 ქულით უსწრებს.