ავტორიზაცია

VIDEO: კანსელუს მეორე ასისტი და მუსიალას ინდივიდუალური შედევრი - ბაიერნმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

თარიღი 05 თებ 2023, 22:53
ბუნდესლიგის მე-19 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ სტუმრად „ვოლფსბურგს“ მოუგო და 3-მატჩანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

შეხვედრა „ვოლქსვაგენ არენაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

დუბლით თავი კინგსლი კომანმა გამოიჩინა, თითო გოლის გატანა კი თომას მიულერმა და ჯამალ მუსიალამ მოახერხეს, ამ უკანასკნელის გოლი განსაკუთრებით ლამაზი და ინდივიდუალური გამოვიდა.

ჟოაო კანსელუსთვის ეს „ბაიერნში“ მე-2 მატჩი იყო და მან თავი უკვე მეორე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„ბაიერნმა“ 40 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „უნიონ ბერლინს“ 1 ქულით უსწრებს, „ვოლფსბურგი“ კი 29 ქულით მე-7 პოზიციაზეა.