ავტორიზაცია

VIDEO: მილანის დაცემა გრძელდება - ინტერმა დერბი მოიგო და მე-2 ადგილზე პოზიცია გაიმყარა

თარიღი 06 თებ 2023, 01:58
სერია ა-ს 21-ე ტურში მილანურ დერბიში „ინტერმა“ „მილანი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და ნომინალურმა მასპინძელმა „ინტერმა“ ლაუტარო მარტინესის გოლით 1:0 მოიგო.

მატჩის ერთადერთი გოლი არგენტინელმა ფორვარდმა 34-ე წუთზე გაიტანა და გუნდს მე-2 ადგილზე პოზიციები გაუმყარა - „ინტერი“ (43) ლიდერ „ნაპოლის“ 13 ქულით ჩამორჩება.

„მილანმა“ კი ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო და 38 ქულით მე-6 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.