ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი მშრალ მატჩი და განადგურებული სევილია - ბარსელონა რეალს უკვე 8 ქულით გაექცა

თარიღი 06 თებ 2023, 02:00
ლა ლიგის მე-20 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „სევილია“ გაანადგურა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

სამივე გოლი „ბარსამ“ შესვენების შემდეგ გაიტანა - თავი ალბამ (58’), გავიმ (70’) და რაფინიამ (79’) გამოიჩინეს.

„ბარსელონამ“ მორიგი გოლგაუშვებელი მატჩი გამართა, 53 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევაარ მადრიდის „რეალს“ უკვე 8 ქულით გაუსწრო, რომელმაც დღეს „მალიორკასთან“ წააგო.