ავტორიზაცია

კარაგერი: "კლოპის გათავისუფლებამდე ყველა დანარჩენს მოვაშორებდი ლივერპულს"

კარაგერი: "კლოპის გათავისუფლებამდე ყველა დანარჩენს მოვაშორებდი ლივერპულს"
თარიღი 06 თებ 2023, 12:39
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გერმანელი სპეციალისტის იურგენ კლოპის შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა.

"სანამ კლოპს გავათავისუფლებდი, კლუბში ყველას შევცვლიდი. იურგენის მოსვლამდე გუნდი პრემიერ ლიგაში მეექვსე თუ მეშვიდე იყო. მან თავისი შრომით ასევე დაამტკიცა, რომ შეუძლია მიაღწიოს იმ დონეს, სადაც ლივერპული ბოლო წლებში იყო. მე მინდა, რომ კლოპმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს. “, - თქვა კარაგერმა.

ბოლო მატჩში "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონთან" დიდი ანგარიშით 0:3 წააგო. 20 ტურის შემდეგ კლოპის გუნდი 29 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზეა.