მანჩესტერი ზაფხულში 3 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს და პოტენციური სამიზნეები უკვე შეარჩია
„მან იუნაიტედში“ ზაფხულში მინი-წმენდა იგეგმება.
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ მანკუნიანელები ჰარი მაგუაიერს, ალექს ტელეშს (რომელიც ამჟამად იჯარით სევილიაშია) და ანტონი მარსიალს ტრანსფერზე დააყენებენ.
„ემიუს“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, გუნდში სურს მოიყვანოს ფორვარდი, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეეძლება. კლუბის ინტერესებში ამ ეტაპზე ჰარი კეინი და ვიქტორ ოსიმენი შედიან, თუმცა ტენ ჰაგი ასევე აკვირდება გონსალუ რამუშს (ბენფიკა) და მოჰამედ კუდუსსაც (აიაქსი).
მიმდინარე სეზონში მარსიალმა ტრავმების გამო პრემიერ ლიგის მხოლოდ 9 არასრულ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლით გამოირჩა.