საუკეთესო! როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ ამიენთან მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში "მეცი" სტუმრად "ამიენს" დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატრა გიორგი მიქაუტაძემ, ქართველმა ფორვარდმა 55-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპივა და თავადვე გამოიყენა. 78-ე წუთზე კი თანაგუნდელს გაატანინა.
Sofscore-მ ფეხბურთელების თამაში შეაფასა, მიქაუტაძემ 8.1 ბალი დაიმსახურა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

22 წლის ფორვარდმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზინში 11 გოლი გაიტანა და "ბორდოს" შემტევთან მაჟასთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.