ავტორიზაცია

ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა ნეიმარი ბაიერნის წინააღმდეგ

ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა ნეიმარი ბაიერნის წინააღმდეგ
თარიღი 07 თებ 2023, 09:59
ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი "პსჟ"-სთან ერთად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვარჯიშობს. 

კლუბი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" პირველ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს კუნთების პრობლემები ჰქონდა, რის გამოც პარიზული გუნდის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

"პსჟ"-ს პირველი მატჩი ბაიერნთან სამშაბათს, 14 თებერვალს, პარიზში გაიმართება. საპასუხო მატჩი 8 მარტს მიუნხენში გაიმართება.

ამ სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ში 18 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.