ხვიჩა კვარაცხელია ესპანური გრანდის სატრანსფერო სამიზნეა
"ნაპოლის" ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც იტალიურ კლუბში სადებიუტო სეზონში ბრწყინვალედ გამოდის, კიდევ ერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო.
ტაბლოიდი Daily Mail-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით კატალონიური "ბარსელონა" ინტერესდება.
თავის მხრივ, ნეაპოლელები ქართველ გარემარბთან განშორებას მომავალ ზაფხულს არ გეგმავენ.
კვარაცხელია "ნაპოლის" გასულ ზაფხულს ხუთწლიანი კონტრაქტით შეუერთდა. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიერ 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მიმდინარე სეზონში ქართველმა სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.