ავტორიზაცია

მესის ძმა: "ლეომდე ბარსელონას არავინ იცნობდა, ყველა მარტო რეალზე ლაპარაკობდა"

მესის ძმა: "ლეომდე ბარსელონას არავინ იცნობდა, ყველა მარტო რეალზე ლაპარაკობდა"
თარიღი 08 თებ 2023, 22:39
ლეო მესის ძმის, მატიასის აზრით, „ბარსელონა“ წარმატებული და პოპულარული მხოლოდ ლიონელის დამსახურებით გახდა.

ამის შესახებ მატიასმა Twitch-ზე გამართული პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა:

„თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის „ბარსელონა“ პოპულარული მხოლოდ მესის დამსახურებით გახდა. იქამდე, მათ არავინ იცნობდა და ყველა მარტო მადრიდის „რეალზე“ ლაპარაკობდა.“, - აღნიშნა ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებული ფეხბურთელის ძმამ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონას“ პირველ გუნდში 2004-2021 წლები გაატარა და ამ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.