“მაშინ მასზე არავინ იცოდა, თუმცა პრობლემა შეიქმნა” - როგორ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი?
ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით “ბოლონია” ინტერესდებოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა მენეჯერმა რინო ფოჩიმ გაავრცელა.
“2 წლის წინ, კვარაცხელიას შეძენა ბოლონიას სურდა. ამ გუნდის სპორტული დირექტორი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული, თუმცა საბუთების პრობლემა შეიქმნა.
ამ პრობლემით კი ნაპოლიმ ისარგებლა, ტრანსფერზე სწორად იმუშავა და მიზანსაც მიაღწია. არადა, მაშინ კვარაცხელიაზე არავინ არაფერი იცოდა”, - განაცხადა ფოჩიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია “ნაპოლის” გასული წლის ზაფხულში შეუერთდა.