მბაპეს გარეშე დარჩენილი პსჟ საფრანგეთის თასიდან გავარდა

საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება “მარსელსა” და “პსჟ”-ს შორის.
მოგეხსენებათ, კილიან მბაპე ტრავმირებულია და გუნდს ამ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარა.
ანგარიში 31-ე წუთზე ალექსის სანჩესმა გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს სერხიო რამოსმა გაათანაბრა.
57-ე წუთზე მალინოვსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება “მარსელის” მეტოქე საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში.