რაშფორდმა რუნის ბრწყინვალე შედეგი გაიმეორა
ინგლისის პრემიერლიგაში გამართული მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლიდსს” შორის, ფრედ 2:2 დასრულდა.
გასაკვირი არაა, რომ მასპინძელთა მხრიდან პირველი გოლი მარკუს რაშფორდმა გაიტანა.
ინგლისელმა შემტევმა ამ გუნდის ლეგენდის, უიენ რუნის ბრწყინვალე მიღწევა გაიმეორა.
რაშფორდი გახდა პირველი ფეხბურთელი 2012 წლის შემდეგ, ვინც “ოლდ ტრაფორდზე” ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. მსგავსი შედეგი რუნიმ 11 წლის წინ დააფიქსირა.