10 მთავარი ღირებულება და წესი, რომელსაც ახალი სუპერ ლიგა ითვალისწინებს
ცნობილი გახდა 10 მთავარი წესი, რომელსაც სუპერ ლიგის შემქმნელები ტურნირის ახალი ფორმატის შემუშავებისას ითვალისწინებენ.
დღეს გამოცხადდა, რომ ტურნირის დაწყებაზე მოლაპარაკებები განახლდა და დამფუძნებლები თავდაპირველ დახურულ ფორმატში სერიოზული ცვლილებების შეტანას აპირებენ.
1. გათამაშება იქნება ყველა გუნდისთვის გახსნილი და სპორტულ კონკურენციაზე აგებული. ჯამში მონაწილეობისთვის 60-80 გუნდი იბრძოლებს და ტურნირზე მოხვედრა შიდა ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებით იქნება შესაძლებელი.
2. ეროვნული ჩემპიონატები უპირველესყოვლისა - ნებისმიერი გუნდი, რომელიც სუპერლიგაში მიღებს მონაწილეობას, უნდა აგრძელებდეს ასპარეზობას შიდა ჩემპიონატშიც, როგორც ეს დღეს ხდება. გარდა ამისა, სუპერლიგა ეროვნული ლიგების გაძლიერებასაც შეეცდება რესურსების გაზრდით.
3. უნდა გაუმჯობესდეს კონკურენტუნარიანობა სტაბილური რესურსების დახმარებით. კლუბებს უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ და ეს ტურნირი ამის შანსს იძლევა. ყველა მონაწილე კლუბისთვის სეზონში 14 მატჩის ჩატარება გარანტირებული იქნება.
4. პირველ ადგილზე უნდა იდგეს ფეხბურთელების ჯანმრთელობის საკითხი, ეს წლიურად მატჩების რაოდენობის განსაზღვრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთელების აზრიც უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული.
5. სახელმწიფოს დაქვემდებბარებული კლუბები უნდა დაემორჩილონ ფინანსური სტაბილურობის მორგებულ სისტემას. ისინი ვეღარ ისარგებლებენ მესამე მხარის დახმარებით ყველანაირი რისკის აღების გარეშე.
6. სუპერ ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ტურნირი იქნება, პლანეტის ყველაზე საინტერესო ღონისძიება, რაც მთავარია ფეხბურთის სიყვარულის გენერირების გაგრძელებისთვის.
7. ყურადღება გამახვილდება გულშემატკივარებზეც - ნაბიჯები გადაიდგება იმისკენ, რომ ფანებმა საყვარელი გუნდის გასვლით მატჩებზე ჩასვლა უფრო მარტივად შეძლონ.
8. უნდა განვითარდეს და დაფინანსდეს ქალთა ფეხბურთი. არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ ის ტურნირებიც, რომლებშიც ისინი ახლა მონაწილეობენ.
9. მეტი მხარდაჭერა კლუბებს - წლიურად მინიმუმ 400 მილიონ ევროს მიიღებენ კლუბები, რომლებიც ამ ტურნირში მონაწილეობას არ იღებენ, რაც ორჯერ და უფრო მეტჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ისინი ახლა გამოიმუშავებენ ევროპულ ტურნირებზე.
10. მეტი პატივისცემა ევროკავშირის რეგულაციებს და ღირებულებებს. არბიტრაჟის იურისტიქციის ჩართულობა მხოლოდ სპორტულ საკითხებს უნდა ეხებოდეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ფლორენტინო პერესმა, ანდრეა ანიელიმ და ჟოან ლაპორტამ სუპერლიგის დახურული ფორმატის შემოტანა სცადეს, თუმცა გულშემატკივრების უკმაყოფილების გამო, ამ იდეაზე უარის თქმა მოუწიათ.