ავტორიზაცია

ლაპორტა: "ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ფატის გაყიდვით"

ლაპორტა: "ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ფატის გაყიდვით"
თარიღი 09 თებ 2023, 17:50
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ანსუ ფატისთან დაკავშირებით კლუბის გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც მანჩესტერ "იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებენ.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ფატის გაყიდვით და არც ახლა ვფიქრობთ ამაზე. ამჟამად ანსუ გუნდში ძალიან უყვართ, მაგრამ მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია. 

დიახ, მისმა აგენტმა მითხრა, რომ ფეხბურთელით ბევრი კლუბია დაინტერესებული. პირადად ჩემთვის გასაგებია, რომ ფატის ბარსელონაში წარმატების მიღწევა სურს. “, - განაცხადა ლაპორტამ პრესკონფერენციაზე.

20 წლის ფატის ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.