ნევილი ჩელსის ტრანსფერებზე: "ასეთი მოთამაშეების მაქსიმალური ფასი 50-60 მილიონი ევროა"
ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი გაკვირვებულია "ჩელსის" მიერ სატრანსფერო ფანჯარაში დახარჯული დიდი ფულით.
მიმდინარე სეზონში ჩელსი პრემიერ ლიგის გათამაშებაში მე-9 ადგილზეა.
მას მიაჩნია, რომ "არისტოკრატებმა" მცველ მარკ კუკურელასა და ნახევარმცველ ენცო ფერნანდესში იმაზე დიდი თანხა გადაიხადეს ვიდრე მათი რეალური ფასია.
„კუკურელაში გადახდილი 64 მილიონი, ფერნანდესისთვის 107 მილიონი. ასეთი მოთამაშეების მაქსიმალური ფასი 50-60 მილიონი ევროა.
„კუკურელაში გადახდილი 64 მილიონი, ფერნანდესისთვის 107 მილიონი. ასეთი მოთამაშეების მაქსიმალური ფასი 50-60 მილიონი ევროა.
ეს ის ფეხბურთელები არ არიან, რომლებიც მატჩების ბედს წყვეტენ და 30 გოლს გაიტანენ. უცნაურია ამ პოზიციების გასაძლიერებლად ასეთი თანხების დახარჯვა.
მე არ ვამბობ, რომ ისინი ცუდები არიან, უბრალოდ გადახდილი თანხა შეუსაბამოა. ეს გიჟური ფულია. “, - ამბობს ნევილი.
მიმდინარე სეზონში ჩელსი პრემიერ ლიგის გათამაშებაში მე-9 ადგილზეა.