თაღლითური სქემის განსახორციელებლად, საფრანგეთში მამაკაცი თავს მბაპეს მამად ასაღებდა
![თაღლითური სქემის განსახორციელებლად, საფრანგეთში მამაკაცი თავს მბაპეს მამად ასაღებდა](http://storage.goal.ge/uploads/posts/X9NWnXQuhdAXNlpYJykZKGN0sDAge1QN.jpg)
საფრანგეთში 48 წლის მამაკაცი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, გასამართლდა იმის გამო, რომ თავს „პსჟ-ს“ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მამად ასაღებდა.
Le Parisien-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ალჟირელი ოჯახისთვის საცხოვრებელი უფლების მოსაპოვებლად თავი უილფრიდ მბაპედ წარადგინა. ის მბაპეს სახელის გამოყენებას ელექტრონული მიმოწერის და სატელეფონო ზარების დროს ცდილობდა.
სასამართლოში მამაკაცმა ბრალი აღიარა: „მრცხვენია, ძალიან ვნანობ ჩადენილს.“

თუმცა, მოსამართლემ ის კრიმინალური წარსულის გამო დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 10 თვით აღკვეთა მიუსაჯა.