ავტორიზაცია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენის მარცხის შემდეგ ტელევიზორი დაამტვრია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენის მარცხის შემდეგ ტელევიზორი დაამტვრია
თარიღი 10 თებ 2023, 10:30
საფრანგეთის ნაკრების და "პარი სენ-ჟერმენისა"  ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში კრისტოფ გალტიეს გუნდის "მარსელთან" მარცხის ემოციებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელები "მარსელთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოთიშნენ.

„ეს მარცხი ტელევიზორად დამიჯდა... მაშინ ბურთი ხელში მეჭირა. ახლა ეკრანზე ბზარია“, - ამბობს ჯერომი RMC Sport-თან საუბრისას.

პარიზული გრანდიოზები მომდევნო მატჩს საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში "მონაკოსთან" სტუმრად გამართავენ. შეხვედრა შაბათს, 11 თებერვალს გაიმართება. 14 თებერვალს გალტიეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს მიუნხენის "ბაიერნთან" გამართავს.