ავტორიზაცია

ბარსელონა 18 წამით დაგვიანებული ტრანსფერის ჩაშლის გამო სასამართლოში აპირებს ჩივილს

ბარსელონა 18 წამით დაგვიანებული ტრანსფერის ჩაშლის გამო სასამართლოში აპირებს ჩივილს
თარიღი 10 Feb 2023, 23:15
„ბარსელონამ“ ხულიან არაუხოს ჩაშლილი ტრანსფერის გამო, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ ხულიან არაუხოს ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა ფეხბურთელის რეგისტრაციისას დროში ვერ ჩაეტია და 18 წამი დააგვიანდა.

„ბარსელონამ“ საქმის დასახურად ფიფას მიმართა, მაგრამ ორგანიზაციამ უარი თქვა, რადგან მათი თქმით, ტრანსფერი მოქმედი წესების მიხედვით არ იყო შესრულებული.

„ბარსას“ დირექტორმა მატეუ ალემანიმ აღნიშნა, რომ კლუბმა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა:

„არაუხოს ხილვა მეორე გუნდში გვინდოდა. ის გვჭირდება, ამიტომ სასამართლოს გზით ვეცდებით გამოსავლის მოძებნას. შესაძლოა, მან ხუთი თვე სხვა კლუბში ითამაშოს, შემდეგ კი ჩვენ შემოგვიერთდეს.“, - აღნიშნა ალემანიმ.