ავტორიზაცია

ტიაგო სილვამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტიაგო სილვამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 11 Feb 2023, 10:50
ტიაგო სილვამ "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება ლონდონური კლუბის პრესსამსახური.

38 წლის ფეხბურთელის ახალი შრომითი კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში. წინა ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩელსისთან კონტრაქტს ვახანგრძლივებ. როდესაც კლუბში 2020 წელს მოვედი, ჩემი კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იყო და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ხანს შემეძლო აქ თამაში. ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. “, - განაცხადა ბრაზილიელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.

ტიაგო სილვამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "ჩელსის" შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.