"სადღაც წავიკითხე, რომ 13 გამარჯვება გვეყოფა სკუდეტოს მოსაგებად, მაგრამ მეღიმება"- ლუჩიანო სპალეტი
დღეს, იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "ნაპოლი" "კრემონეზეს" დაუპირისპირდება.
ლუკა ლოჩოშვილის გუნდი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გამარჯვების გარეშეა, მაგრამ კოპა იტალიის 1/8 ფინალური ეტაპიდან სწორედ ნეაპოლური გუნდი გამოაგდო.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ მომავალ მატჩზე ისაუბრა.
"ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო არ არის. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, რომ კრემონესთან მოახლოვებულ მატჩზე ვიფიქრო. რადგან ჯერ კიდევ არ დაგვიწყებია, რომ მათ იტალიის თასიდან გამოგვაგდეს.
თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ნაპოლი კარგ ფეხბურთს თამაშობს და კიდევ უკეთესად თამაში შეგვიძლია.
ამისთვის ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, მხოლოდ ერთად შეგვიძლია უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ. არიან ინდივიდები, რომლებსაც ხშირად გამოყოფთ, გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ ისეთი თვისებები, რაც ოსიმენმა აჩვენა სპეციასთან თავით გატანილ გოლში ან კვარაცხელიამ, როდესაც თანაგუნდელს ცარიელ კარში გოლი გაატანინა.
სადღაც წავიკითხე, რომ 13 გამარჯვება გვეყოფა სკუდეტოს მოსაგებად, მაგრამ მეღიმება, ამას თქვენ წერთ, მაგრამ ვინ არის დარწმუნებული, რომ ეს საკმარისი იქნება? მოედანზე უნდა გავიდეთ და თითოეული თამაშის მოგებაზე ვიფიქროთ. ",- თქვა სპალეტიმ.