ოსიმენი და კვარაცხელია სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებას არ აპირებენ
"ნაპოლის" თავდამსხმელები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას არ აპირებენ. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
"ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი ორივე მოთამაშის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ოსიმენი და კვარაცხელია ამჟამინდელ გუნდში ბედნიერები არიან და სხვადასხვა სატრანსფერო ჭორების მიუხედავად გუნდიდან წასვლა არ სურთ.

ნეაპოლური გუნდში აპირებენ ოსიმენთან ხელშეკრულების 2026 წლამდე გახანგრძლივებას და ხელფასის გაზრდას, რომელიც ახლა სეზონში 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.
კვარაცხელიას ხელშეკრულება 2027 წლამდეა გათვლილი, თუმცა ქართველ ფეხბურთელს საგრძნობლად დაბალი ხელფასი აქვს. გუნდი ხვიჩას ახალ კონტრაქტს და გაორმაგებული ხელფასს შესთავაზებს.