სრული სვლით ჩემპიონობისკენ - ხვიჩამ 22-ე დაბადების დღე გატანილი გოლით და კომფორტული გამარჯვებით აღნიშნა
სერია ა-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „კრემონეზე“ გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იყო, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას დაზიანების გამო ტოვებდა.
მატჩი „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ანგარიში იუბილარმა გახსნა - 22-ე დაბადების დღეს, 22-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ 22-ე წუთზე მოახერხა გოლის გატანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
65-ე წუთზე კიმ მინ ჯეს პასით ვიქტორ ოსიმენმაც მოახერხა სერია ა-ში მე-17 გოლის გატანა და ანგარიში 2:0 გახადა.
შეხვედრაში წერტილი კი 79-ე წუთზე ელიფ ელმასმა დასვა, რომელსაც დი ლორენცომ გაატანინა.