ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონამ მორიგი რთული მატჩი მოიგო და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა

VIDEO: ბარსელონამ მორიგი რთული მატჩი მოიგო და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა
თარიღი 13 თებ 2023, 02:03
ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონამ“ მორიგი რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიახულოვდა.

„ესტადიო დე ლა სერამიკაზე“ ხავის გუნდი „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 იმარჯვა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე, შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ პედრიმ, რობერტ ლევანდოვსკის პასით გაიტანა. დარჩენილ დროში „ბარსამ“ თავი კარგად დაიცვა და მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა.

21 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 56 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ უკვე 11 ქულით უსწრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.