ტორპედოდან უზბეკეთში 2 ქართველი ფეხბურთელი გადავიდა

ბოლო პერიოდში, უზბეკურ და ყაზაზურ გუნდებში სათამაშოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელი მიდის.
რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისის “ტორპედომ” ნოდარ ქავთარაძის და ლევან არველაძის წასვლაზე ოფიციალურად გვამცნო.
Goal.ge-ს ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი კარიერას უზბეკურ “ანდიჯანში” გააგრძელებს.
“ანდიჯანი” გასულ წელს უზბეკეთის მეორე ლიგაში გამოდიოდა, ჩემპიონები გახდნენ და წელს რანგით უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი